- Advertisement -

ფოთის “კოლხეთის” პიარ-მენეჯერად საკრებულოს წევრი ოთარ ხარჩილავა დაინიშნა

ფოთის "კოლხეთი-1913"_ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელად და პიარ-მენეჯერად, საკრებულოს წევრი, პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე, ოთარ ხარჩილავა დაინიშნა.

„ამ ეტაპზე პოლიტიკურ ტაიმაუტს ვიღებ, მივდივარ პოლიტიკიდან და დიდი ალბათობით დავტოვებ საკრებულოს. სრული ენერგია უნდა დავხარჯო „კოლხეთის“ განვითარებაში და აღორძინებაში“ _ განუცხადა „აიპრესს“ ხარჩილავამ.

მისი თქმით ეს გადაწყვეტილება ქალაქის სიყვარულიდან გამომდინარე მიიღო.

„რამდენიმე დღიანი ფიქრის შემდეგ, ჩემი ქალაქის სიყვარულიდან გამომდინარე და ფოთის „კოლხეთთან“ ჩემი დამოკიდებულებიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება დავთანხმებულიყავი შემოთავაზებას და ვაპირებ დღეში 24 საათი ვიმუშაო იმისათვის, რომ ჩემი მთელი ენერგია, შრომა და გამოცდილება მოხმარდეს ფოთის „კოლხეთს“ და მის უკეთეს მომავალს. მერწმუნეთ გუნდის ხელმძღვანელობა ყველფერს აკეთებს იმისათვის, რათა მაქსიმალურად ოპერატიულ დროში მოხდეს გუნდის გაძლიერება.მიმდინარეობს მოლაპარაკება ახალ მწვრთნელთან და ახალ ფეხბურთელებთან დაკავშირებით. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ გუნდი იმ სიმაღლეზე და მოწოდებაზე იყოს, რომელიც მას ეკადრება _ აღნიშნა ოთარ ხარჩილავამ.

Comments
Loading...