- Advertisement -

ფოთის “კოლხეთი 1913”-ის მწვრთნელმა რევაზ ძოძუაშვილმა თანადებობა დატოვა

ფოთის ,,კოლხეთი 1913''-ის პრეს-ცენტრის ინფორმაციით, სამი დღის წინ, გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშნულმა, რევაზ ძოძუაშვილმა თანადებობა დატოვა. როგორც „კოლხეთის“ საინფორმაციო სამსახურში აცხადებენ, რევაზ ძოძუაშვილის დანიშვნამ, გულშემატკივართა დიდი ნაწილის პროტესტი გამოიწვია. შედეგად, ქომაგთა და გუნდის ხელმძღვანელობის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მან თანამდებობა დატოვა.

73 წლის რევაზ ძოძუაშვილი ქუთაისის „ტორპედოს“, თბილისის „დინამოსა“ და ყოფილი საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი იყო. კარიერის დასრულების შემდეგ რამდენიმე გუნდს წვრთნიდა, მათ შორის, ლატვიისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს.

"კოლხეთი-1913“ დღეს ტესტმატჩში ,,გაგრას'' გუნდს გაეჯიბრება. მატჩი 17 საათსა და 30 წუთზე ლანჩხუთში გაიმართება.

Comments
Loading...