ფოთის მაცხოვრებლებმა მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემა გააპროტესტეს ფოთი დამატების თარიღი 9 ნოემბერი, 2017 328 ფოთში გამსახურდიას ქუჩის მაცხოვრებლებმა მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემა გააპროტესტეს. მათი განცხადებით, ახლო მდებარე ბინის კორპუსის საკანალიზაციო ჭიდან, ფეკალური მასა სანიაღვრე არხში ჩაედინება. ადგილობრივები აუტანელ სუნზე საუბრობენ,ასევე მათი თქმით, უხვი ნალექის დროს, საცხოვრებელი ეზოები იტბორება და ფეკალური მასა შიგნით შესდით.როგორც ისინი აცხადებენ, ეს პრობლემა 12 წელია აწუხებთ. ადგილობრივები ხელისუფლებისგან დროულ რეაგირებას ითხოვენ. „გაუსაძლისი პირობებია, როგორც კი ჰაერის ტემპერატურა ცოტა მოიმატებს, აყროლებულია აქაურობა, ბავშვები გარეთ ვერ გამოგვყავს. ყოველი დატბორვის დროს ფეკალიანი წყლით ივსება სახლების სარდაფები. მერიას განცხადებით მივმართეთ,მოვიდნენ ჭა ამოტუმბეს და ორ დღეში ისევ იგივე განმეორდა. ეს ყველაფერი ქალაქის ცენტრში ხდება“ _ განაცხადა როლანდ ხარებავამ. აღნიშნულთან დაკავშირებით მერიაში განაცხადეს,რომ შესაბამისი სამსახურები ადგილზე გაეცნობიან არსებულ მდგოარეობას და მოხდება რეაგირება.