- Advertisement -

ფოთის მერიაში “საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაცია” ტრენინგს ატარებს

ფოთში მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებისა და აიპების ფინანსური განყოფილებების თანამშრომლებისთვის, ორდღიანი ტრენინგი მიმდინარეობს, რომელსაც „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაცია“ ატარებს.

ასოციაციის წარმომადგენელის, პაატა გობეჯიშვილის თქმით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიასა და ა(ა)იპ „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რამდენიმე დღის წინ გაფორმდა. 

"ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ტრენინგ-სემინარების ჩატარებას, სათანადო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის ხელშეწყობასა და სხვა აქტივობას ითვალისწინებს, რაც მუნიციპალური ფინანსური მენეჯმენტის ეფექტური მართვის, სტრუქტურის ოპტიმიზაციისა და კადრების პროფესიული გადამზადებას შეუწყობს ხელს“,  – განაცხადა პაატა გობეჯიშვილმა.

Comments
Loading...