- Advertisement -

ფოთის მერიაში სტრუქტურული რეორგანზაცია მიმდინარეობს

ფოთის მერიაში სტრუქტურული რეორგანზაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ „აიპრეს“ ვიცე მერმა მამუკა პაპასკირმა განუცხადა, მისი თქმით ეს პროცესი სამსახურების უფრო ეფექტური მუშაობის მიზნით დაიგეგმა:

"არსებული 10 სამსახურიდან 9 შეიქმნება, რომლებიც თავიანთ მოვალეობას შეასრულებენ.შტატების გაზრდა არ არის გათვალისწინებული. რეორგანიზაციის დასრულების ბოლო ვადა 22 დეკემბერს იწურება“ _ აღნიშნა ვიცე მერმა. რაც შეეხება საკრებულოს, აქ რეორგანიზაცია არ მიმდინარეობს,თუმცა საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი კაკულიას განცხადებით, ცვლილებები უახლოეს მომავალში დაიწყება:

"საკრებულოს შვიდი თანაშემწიდან, ხუთი კომისიებში მუშაობს და მათ თავანთი ფუნქცია აქვთ , აქედან ორი ითვლება ჩემს თანაშემწედ . 20 ნოემბერს ამირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარედ, მას შემდეგ ჩვენ არანაირი ცვლილება არ მოგვიხდენია. ვაპირებ გავაკეთო რეორგანიზაცია და ოპტიმიზაცია , რის შემდეგაც არ ეყოლება საკრებულოს თავმჯდომარეს შვიდი თანაშემწე“_ განაცხადა ირაკლი კაკულიამ. ოპოზიცია მიიჩნევს რომ მერია -საკრებულოში შტატები ხელოვნურად არის გაზრდილი,რაც ბიუჯეტზე უარყოფითად ისახება:

,,თანაშემწეები ყოველთვის იყო, ოღონდ გადაჭარბებული რაოდენობით არა. რაში სჭირდებათ არ ვიცი. ეს ხომ ზედმეტი ხარჯია სახელმწიფოსთვის, ფოთის ბიუჯეტი ისედაც მწირია, ხალხისთვის სასიკეთო არაფერი გაკეთებულა და ეს ფულის უაზრო ფლანგვაა. ვინც კი დროშა დააფრიალა ერთხელ მაინც ,,ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ,ყველა ის ხალხი ჰყავთ დასაქმებული“ – განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა საკრებულოში დარეჯან ცხვიტარიამ. ამ ეტაპზე ფოთის მერიაში 124,ხოლო საკრებულოში 28 ადამიანია დასაქმებული.

Comments
Loading...