ფოთის მერიაში სტრუქტურულ რეორგანიზაციას საკადრო ცვლილებები მოჰყვა ფოთი დამატების თარიღი 14 მარტი, 2018 178 კერძოდ, სამსახურის უფროსებმა, ახალდანიშნული ხელმძღვანელების მოადგილეების თანამდებობაზე გადაინაცვლეს. ეს შტატი აქამდე არ არსებობდა, ამდენად აღმასრულებელ ორგანოში დამტებით 7 ადგილი შეიქმნა. მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსად, ყოფილი მერის მოადგილე ნიკოლოზ გრიგოლია დაინიშნა. მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ტურიზმის სამსახურის უფროსის მოვალეობას, ასევე ყოფილი ვიცე-მერი ლევან ჩოჩია ასრულებს. მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის თანამდებობა, ნანა ჭანტურიამ დაიკავა. ის ბოლო პერიოდში „ტერა ბანკის“ ფოთის ფილიალის მმართველის მოადგილედ მუშაობდა. შეიცვალნენ აგრეთვე მერის წარმომადგენლები ტერიტორიულ ორგანოში: ნაბადის უბანში – ზურაბ ბერაია, კუნძულის უბანში – სანდრო ქუშაშვილი, ცენტრის უბანში – ზაზა ღადუა, ხოლო მალთაყვის უბანში ახალ ხელმძღვანელს უახლოეს დღეებში ელოდებიან. აღმასრულებელ რგოლში სულ 124 თანამშრომელია, აქედან 9 ხელშეკრულებით არის აყვანილი.