- Advertisement -

ფოთის მერი ირაკლი კაკულია თანამდებობიდან გადადგა

 

მან უფლებამოსილების შეჩერების შესახებ განცხადება დღეს დაწერა. კაკულია ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში "ქართული ოცნებიდან" იყრის კენჭს, ის პარტიული სიის პირველი ნომერია.

"მე ნამდვილად მეამაყება, რომ ამ 3 წლის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი და დარწმუნებული ვარ დაწყებულ პროექტებს ბოლომდე მივიყვანთ.“-განაცხადა ირაკლი კაკულიამ.

"ირაკლი კაკულიას ინიციატივით და ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით , 2015 წელს დაიწყო ყველაზე მასშტაბური პროექტის -მალთაყვის სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება 18 მილიონ ლარს შეადგენს.თუ აქამდე ფოთს მხოლოდ საპორტო ქალაქად იცნობდნენ , ამ პროექტის დასრულების შემდეგ ის ტურისტული ქალაქის სტატუსსაც შეიძენსასევე. განხორციელდა ქალაქის 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტი,რისთვისაც 22 მილიონი ლარი დაიხარჯა, მოწესრიგდა მუნიციპალური ნაგავსაყრელი , გადაიხურა და რეაბილიტირდა ათეულობით კორპუსის ეზო, ასევე შიდა საკანალიზაციო ქსელი. მოეწყო რაგბის სტადიონი და ქალაქში არსებული მინი-სტადიონები, სარემონტო სამუსაოები ჩაუტარდა მუსიკალურ სასწავლებელ და კოლხური კულტურის მუზეუმს. მოეწყო სანიაღვრე არხები, კუნძულის სანაპირო ზოლი, რუსთაველი რკალი.დაიწყო ახალი სატუმბი სადგურის მშენებლობა",-  აღნიშნა მერის მოადგილენმ ნიკოლოზ გრიგოლიამ. 

ირაკლი კაკულია ფოთის მერის პოსტზე 2014 წლის 2 აგვისტოს დაინიშნა. ქალაქის მერის მოვალეობას ვიცე-მერი ლევან ჩოჩია შეასრულებს. 

Comments
Loading...