- Advertisement -

ფოთის მერი: კომისია დაითვლის ზარალს და მათ შესაბამისი დახმარება გაეწევათ

ფოთში, სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია ითვლის. ქალაქის მერი გოჩა კურდღლია ვითარებას ადგლზე ეცნობა. მისი განცხადებით ზარალის ოდენობის დადგენის შემდეგ,მოსახლეობას შესაბამისი დახმარება გაეწევა.

„ამ წუთებში ქალაქში არსებული რვავე სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს. ქალაქში უხვი ნალექი დაფიქსირდა. გაითიშა ელექტროენერგია, რამაც სატუმბი სადგურების გაჩერება გამოიწვია და დაიტბორა ქუჩები. შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს დაითვლის და დაზარალებულებს შესაბამისი დახმარება გაეწევათ“, – განაცხადა გოჩა კურდღელიამ.
შეგახსენებთ, გვიან ღამით მოსულმა გადაუღებელმა ძლიერმა წვიმამ, მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა, დატბორილია საცხოვრებელი სახლების ეზოები და პირველი სართული. მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.

Comments
Loading...