- Advertisement -

ფოთის მერმა ეთნიკურ და რელიგიურ ურთიერთობებთან კოორდინაციის მრჩევლის პოზიცია გააუქმა

ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ რეორგანიზაციის შედეგად გენდერულ-ეთნიკურ და რელიგიურ ურთიერთობებთან კოორდინაციის საკითხებში მერის რჩევლის პოზიცია გააუქმა.

მისი გადაწყვეტილებით, დანარჩენი სამი – მერის თანაშემწე ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის საკითხებში, მერის თანაშემწე მშენებლობასა და ურბანულ საკითხებში, მერის თანაშემწე იურიდიულ და ფისკალურ საკითხებში ჩვეულებრივ დარჩა და აქ დასაქმებულ ადამიანებს შრომითი ხელშეკრულება გაუგრძელა.

როგორც ფოთის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, ფოთის მერიაში რეორგანიზაციის შედეგად ასევე 10 -დან 9 სამსახური დარჩა. სპორტისა და კულტურის სამსახური გაერთიანდა, ასევე შესყიდვების სამსახურის გაუქმება მოხდა და შესყიდვების განყოფილება ადმინისტრაციულ სამსახურს შეურთდა.

Comments
Loading...