ფოთის მერმა წარმატებულ ქალბატონებს მუნიციპალიტეტის საპატიო სიგელები გადასცა ფოთი დამატების თარიღი 8 მარტი, 2018 282 ფოთში, ქალთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე, წარმატებულ ქალბატონებს, მუნიციპალიტეტის საპატიო სიგელები გადასცა. ღონისძიებაზე ხალხური და ქალაქური სიმღრები, დავით არჩვაძემ, კვარტეტმა "ჰანგებმა“, ფოთის სახელოვნებო ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა „ფაზისმა“ და პროექტ „მხოლოდ ქართულის“ მონაწილემ ჯულიტა ბჟალავამ შეასრულეს. აღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული განყოფილების წარმომადგენლებმა ქალაქის ქუჩბში ქალბატონებს თაიგულები მიართვეს.