- Advertisement -

ფოთის მერს გოჩა კურდღელიას 2018 წლის 1 იანვრიდან 12 თანაშემწიდან 5 ეყოლება

ფოთის მერს გოჩა კურდღელიას 2018 წლის 1 იანვრიდან 12 თანაშემწიდან 5 ეყოლება. ეს ინფორმაცია „აიპრესს“ ფოთის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში დაუდასტურეს.

მათი განცხადებით ფოთის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის დადგენილებით დამტკიცებული ახალი საშტატო ნუსხის მიხედვით, მერის 5 თანაშემწიდან 3 დარჩება, ხოლო მერიის სამსახურის უფროსების 7 თანაშემწიდან – 2. 

შეგახსენებთ, რომ ფოთის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით 12 თანაშემწე იყო დასაქმებული. თითოეული თანაშემწის ხელფასი თვეში 1300 ლარს, ანუ თვეში 15 600 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ფოთის მერიაში დასაქმებული თანაშემწეების ხელფასებზე ერთი წლის განმავლობაში 187 200 ლარი იხარჯებოდა.

რაც შეეხება საკრებულოს, შრომითი ხელშეკრულებით დანიშნული 7 თანაშემწის უფლებამოსილების ვადა დღეს იწურება. საკრებულოს თავჯდომარის ირაკლი კაკულიას განცხადებით, 5 თანაშემწის შტატი გაუქმდება. შესაბამისად, საკრებულოს თავჯდომარეს ხვალიდან მხოლოდ ორი თანაშემწე ეყოლება.

Comments
Loading...