- Advertisement -

ფოთის მკვიდრი: ყოველი წვიმის დროს ეზო იტბორება და წყალი პირველ სართულზე შედის

ფოთში , თავდადებულის ქუჩაზე ორსართულიანი ბინების მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. მათი განცხადებით ყოველი წვიმის დროს ეზო იტბორება და წყალი პირველ სართულამდე აღწევს. როგორც ადგილობრივები ყვებიან, არაერთხელ მიმართეს მერიას, მაგრამ მათ მოთხოვნას ჯერჯერობით რეაგირება არ მოყოლია.

„სახლის მმართველი ვარ და მე მეხება პრობლემების მოგვარება. მერიაში რამდენჯერმე ვიყავით, განცხადებაც დაწერილია და ყურადღებას არავინ გვაქცევს. ჯერ გვითხრეს ასფალტს მოვასხამთო და მოიტანეს ჩემი თავის სიმსხო ქვები, არ მინდოდა ამის დაყრა და ძალით დაყარეს, ამის მერე არავინ მოსულა. უკვე მეორე წელია ასეთ მდგომარეობაში ვართ, ეზო რომ იტბორება წყალს გასაქანი არააქვს, ფარდულში და პირველ სართულზე შედის. ყველაფერი განადგურდა. მოვითხოვთ მოგვაქციონ ყურადღება“_ ამბობს ემზარ გაბისკირია.

აღნიშნულთან დაკავშირებით „აიპრესი“ მერიის პრეს-ცენტრს დაუკავშირდა, მათი თქმით ამ საკითხზე წერილობით არავის მოუმართავს და განცხადების შემოტანის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება მოხდება.

Comments
Loading...