- Advertisement -

ფოთის ნავსადგურში გლობალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სატვირთო ოპერაციები დროებით შეჩერდა

გლობალური უსაფრთხოების დღესთან დაკავშირებით ფოთის პორტში დღეს სატვირთო ოპერაციები დილის 7 საათიდან შეწყდა და 14:00-საათამდე შეჩერდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ნავსადგურის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის ღონისძიება იმართება, რომელსაც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, მოიჯარე და კონტრაქტორი კომპანიების, შპს "ფოთი პაილოტის“ და საბაჟოს წარმომადგენლები ესწრებიან.

გლობალური უსაფრთხოების დღე მსოფლიო მასშტაბით 130 ქვეყანაში A.P. Moller Maersk-ის ჯგუფში შემავალ ყველა კომპანიაში აღინიშნება. 

"ეიპიემ ტერმინალსი" ყოველწლიურად აღნიშნავს უსაფრთხოების დღეს . ძალიან მნიშვნელოვანია ის , რომ უსაფრთხო ოპერირებით გამოიხატება ზოგადად პატივისცემა ადამიანების მიმართ.ადამიანს აქვს სიცოცხლის უფლება . უსაფრთხოება ნიშნავს უსაფრთხოებას ოჯახებისთვის , ადამიანებისთვის, ქლაქისთვის, მთლიანად ფოთისთვის . ეს დღე ემსახურება იმას, რომ ჩვენ ავამაღლოთ ცნობიერება ამ მიმართულებით და შევქმნათ უსაფრთხო სამუშაო გარემო“- განაცხადა ფოთის საზღვაო ნავსადგურის გენერალურმა დირექტორმა, კლაუს ჰოლმ ლოურსენმა.

Comments
Loading...