- Advertisement -

ფოთის “პატრიოტთა ალიანსი” : ჩვენ არ დავუშვებთ არჩევნების გაყალბებას!

საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“-ს ფოთის ორგანიზაციამ არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე განცხადება გააკეთა.

პარტიის შტაბის ხელმძღვანელის, მამუკა გობეჩიას განცხადებით, ხელისუფლება ,,ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად წინასწარ შემუშავებული სქემის მიხედვით არჩევნების გასაყალბებლად ემზადება.

„რამდენიმე ქუჩა, რომელიც 70-ე საარჩევნო ოლქშია მოცემული, ფოთში არ არსებობს. ასევე გადაადგილებულია ქუჩები ერთი ნაწილიდან სხვა ნაწილში. ჩვენ არ დავუშვებთ არჩევნების გაყალბებას. ჩავატარებთ ამომრჩეველთა სიის მონიტორინგს. დავადგენთ კონკრეტულ არარსებულ მისამართზე არის თუ არა ხალხი ჩაწერილი. არის თუ არა საქართველოს მოქალაქის მოწმობა გაცემული. თუ aსეთი ფაქტი აღმოვაჩინეთ, დავაყენებთ თეა წულუკიანის გადადგომის საკითხს, ასევე მოვითხოვთ ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის დაშლას.“- განაცხადა მამუკა გობეჩიამ .

ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიაში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

Comments
Loading...