- Advertisement -

ფოთის საკრებულოს აპარატს ოპოზიცია პროცედურული საკითხების დარღვევაში ადანაშაულებს

ფოთის საკრებულოს მიერ, შინაურ ცხოველებზე მიღებულ დადგენილებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან, მათი განცხადებით მსგავსი შინაარსის დადენილება სხდომაზე არ გაჟღერებულა. 

„ნაცონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დარეჯან ცხვიტარია, საკრებულოს აპარატს პროცედურული საკითხების დარღვევაში ადანაშაულებს, მისი თქმით სხდომაზე წარსადგენი საკითხები ოპოზიციას წინასწარ არ ეგზავნება.

„არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, ვერ მივარწიეთ იმას რომ წინასწარ, ერთი კვირით ადრე შესაბამისი საბუთები გამოგვიგზავნონ. პოსფაქტუმ გვაყენებენ, სხდომის დღეს ვგებულობთ რა საკითხები გადის. სხვათაშორის „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელმა, მამუკა ხორავამ იმ სხდომაზე გააკეთა განცხადება ამ პრობლემაზე, რომ წინასწარ მოხდეს ოპოზიციის გაფრთხილება. დეტალურად ხომ უნდა ვიცოდეთ რას აუწიოთ ხელი,მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარი იყო შინაური ცხოველების მოვლა პატრონობაზე, პირუტყვის მოვლა პატრონობას როგორ არ უნდა დაუჭიროს ადამიანმა მხარი მითხარით ერთი?! დანარჩენი, ქვეტექსტებში რა ეწერათ არაფერი წაუკითხიათ. ერთი კვირით ადრე ხომ უნდა გამოეგზავნათ საკითხი?! არარსებობს მსგავსი შემთხვევა. ყველაფერს პროცედურის დარღვევით აკეთებენ. უმრავლესობაში არიან და მათთვის არსებითი მნიშვნელობა არააქვს 4- 5 კაცი აწევს თუ არა ხელს, მათია ბურთი და მოედანი, ნებისმიერი საკითხი გააქვთ“ – განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.

საკრებულოს აპარატის უფროსი უარყოფს ბრალდებას და ამბობს რომ ყველა საკრებულოს წევრს წინასწარ ეგზავნებათ შესაბამისი პროექტები და სხდომამდე საკითხები კომისიებში განიხილება.

Comments
Loading...