- Advertisement -

ფოთის საკრებულოს თავმჯდიმარე ოპოზიციამ პირადი ბიზნეს-პროექტის მფარველობაში დაადანაშაულა

ფოთის საკრებულოს სხდომაზე, ოპოზიციამ საკრებულოს თავმჯდომარე, გულგრილობაში დაადანაშაულა, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის ვახტანგ დარცმელიძის მტკიცებით, ირაკლი კაკულია არ ინტერესდება ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებით, რომლებიც წლებია ჭიანურდება.

სამაგიეროდ ინტერესდება ქალაქის ცენტრში სამედიცინო ცენტრის მშენებლობით, რადგან მას თავად აშენებს. მისი თქმით, კინოთეატრის დაუმთავრებელი შენობის გვერდით, ახალი სამედიცინო ობიექტის აგება ყოვლად დაუშვებელია.

„ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე არ ინტერესდება არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტით , რომელიც გაჩერებულია. ასე იყო მისი მერობის პერიოდშიც.სამაგიეროდ ინტერესდება პირადი ბიზნეს-პროექტებით. კინო-თეტრის გვერდით შენდება სამედიცინო დაწესებულება. იმ ტერიტორიაზე მსგავსი ობიექტის მშენებლობა ჩემი აზრით დაუშვებელია. არაა აუცილებელი იყო არქიტექტორი მიხვდე, რომ იქ მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, რასაც კაკულია აკეთებს, არ შეიძლება, არაა გამართლებული, რადგან ისტორიული ადგილია და ქალაქის იერ-სახეს დაამახინჯებს.

მაგრამ ეს მისი ოჯახის ბიზნეს-ინტერესია.არ იცის წყალარინების ქსელის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით რა ხდება , არ იცის რა ხდება კინო-თეატრის შენობასთან დაკავშირებით, რომლის მშენებლობაც წლებია გაჩერებულია და კონსერვაციის ვადაც ამოწურული აქვს,“ – აცხადებას საკრებულოს წევრი “ევროპული საქართველოდან“ _ განაცხადა ვახტანგ დარცმელიძემ.

ოპოზიციის ბრალდებებს უარყოფს ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე, თუმცა ადასტურებს იმას, რომ სამედიცინო ცენტრის მშნებლობაში არა პირადად მისი, არამედ მისი ოჯახის წევრის ინტერესია.

„ოპოზიცია თავის საქმეს აკეთებს. უბრალოდ გონივრული ეჭვი მიჩნდება, რომ რაღაც დაინტერესებაა ალბათ ამის უკან, რომ პირადად ჩემზე ისაუბრონ დღეს, რადგან სხდომაზე სულ სხვა საკითხებზე იყო პოლემიკა.

ბოლო პერიოდში ქალაქში, მიუხედავად იმისა, რომ გაჩერებულულია და კარგად არ მიმდინარეობს კანალიზაციის პროექტი, ბევრი პროექტი ხორციელდება, ვფიქრობ ალბათ სწორედ ეს იწვევს ოპოზიციის გაღიზიანებას. რაც შეეხება მშენებარე კლინიკას, მე პირადად არანაირი კავშირი არა მაქვს ამასთან, ჩემს ოჯახის წევრს აქვს და ბანკის კრედიტები შეუძლიათ ნახონ, თუ როგორ გაკეთდა, რა შემოსავლები აქვს. სანამ მერი გავხდებოდი ბიზნეს საქმიანობით ვიყავი დაკავებული, საკრებულოს თავმჯდომარეც რომ არ ვიქნები მერეც, რაც კანონს ექვემდებარება იმ ქმედებას ვერავინ დამიშლის.

აქედან გამომდინარე ყველაფერი გამჭვირვალეა და რატომ გამოიწვია ბატონი ვახტანგის გაცხარება ამ თემამ არ ვიცი, გონივრული ეჭვი მიჩნდება რომ რაღაც დაინტერესება აქვს“_ განაცხადა ჟურნალისტებთან ირაკლი კაკულიამ.

Comments
Loading...