- Advertisement -

ფოთის საკრებულოს სხდომაზე ქალაქის ცენტრში მიწის ნაკვეთის გასხვისების საკითხს ხმაური მოჰყვა

საუბარია 9 აპრილის ხეივანზე მდებარე 10807. 00 კვ. მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, ეკონომიკის სამინისტროსთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემაზე.

ოპოზიციამ კატეგორიულად მოითხოვა აღმასრულებელი ხელისუფლებისგან განმარტების გაკეთება, თუ რა მიზნით გადაეცემა კონკრეტული ადგილი სახელმწიფოს.

„მოვითხოვთ პატივისცენ თვითმმართველობას და საქმის კურსში ჩააყენონ საკრებულოს წევრები თუ რას გეგმავენ,იქნებ ქალაქის შუაგულში თევზის ქარხანა აგვიშენონ“, – "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა განაცხადა დათო ხომერიკმა.

საკრებულოს თავჯდომარის ირაკლი კაკულიას განცხადებით ის დარწმუნებულია, რომ ეკონმიკის სამინისტრო ქალაქის და სახელმწიფოს ინტერესებს თანაბრად დაიცავს, ხოლო კონკრეტულად რა უნდა აშენდეს გასხვისებულ ტერიტორიაზე ჯერჯერობით უცნობია.

საბოლოოდ სხდომაზე საკითხი ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა კი პროტესტრის ნიშნად დარბაზი დატოვეს.

Comments
Loading...