- Advertisement -

ფოთის საკრებულოს წევრები ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში შეიკრიბებიან

ადგილობრივმა ხელისუფლებამ, საზოგადო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის საპატიო ჯილდი დააწესა, ასევე საკრებულოს სხდომათა დარბაზს, ნიკო ნიკოლაძის სახელი მიენიჭა.

როგორც „აიპრესთან“ მერის მოადილემ, გიორგი ფარეშიშვილმა განაცხადა, ნიკოლაძე იყო ინიციტორი, რომელმაც პირველი ფოთის ხმოსნები, საკრებულო წევრები შეკრიბა და როდესაც ქალაქს ჰყავდა ასეთი დონის მამულიშვილი, უდიდესი სახელმწიფო მოაზროვნე, სამართლიანია სხდომათა დარბაზს, სადაც ამჯერად იკრიბებიან საკრებულოს წევრები, სწორედ ნიკო ნიკოლძის სახელი დაერქვას. ფარეშეშვილის თქმით წელს ფოთელები ფაზისობას, ოქტომბრის დასაწყისში, ნიკო ნიკოლაძის 175-ე იუბილესთან ერთად აღნიშნავენ. 

„რადგანაც წელს არის ნიკო ნიკოლაძის 175-ე საიუბილეო წელი, ქალაქის მერის, მაჟორიტარი დეპუტატის და საკრებულოს წევრების მხარდაჭერით, გადავწყვიტეთ დაწესებულიყო ნიკო ნიკოლძის სახელობის საპატიო ჯილდო , რომელიც გადაეცემა განსაკუთრებული ღვაწლის მქონე საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, იმ ადამიანებს ვისაც დიდი წვლილი მიუძღვით ქალაქის განვითარებაში, ჩვენი სახელმწიფოს განვითარებაში და არიან ღირსნი ეს საპატიო ჯილდო ატარონ. ამ საპატიო ჯილდოს გასცემს დიდი კომისია, რომლის შემადგენლობაში იქნებიან როგორც საზოგადოების ასევე საკრებულოს და არასამთავრობო სტრუქტურის წარმოადგენლები. ინიცირების უფლება აქვს ყველას, საზოგადოებრივ ჯგუფებს, დარბაზს, მერს.

აღსანიშნავია, რომ პირველი ჯილდოს გადაცემა სავარაუდოდ 6-7 ოქტომბერს, ნიკოლაძის საიუბილეო ღინისძიებაზე გაიმართება. მოგეხსენებათ 27 სექტემბერს არის ნიკოლაძე დაბადებული, მაგრამ რადგანაც ეს თარიღი სოხუმის დაცემის დღეს ემთხვევა, იქნება სამგლოვიარო ღონისძიებები და შემდგომ დაიწყება უკვე საიუბილეო კვირეული, რომელიც სავარაუდოდ მთელი წელი გასტანს“_ განაცხადა გიორგი ფარეშიშვილმა.

Comments
Loading...