- Advertisement -

ფოთის საკრებულოს წევრის სტატუს-მონოლოგი:მოქალაქემ მითხრა,ოღონდ ნუ გაბრაზდებით, ყველა დაგიდგებითო

ფოთის საკრებულოს წევრი, "დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე, ოთარ ხარჩილავა FACEBOOK გვერდზე სტატუს-მონოლოგს ავრცელებს, სადაც ამომრჩეველთან შეხვედრის დეტალებს აღწერს:

„საუბარი მოქალაქესთან…ბატონო ოთო როგორ მინდოდა და გვინდოდა ყველას თქვენი გამარჯვება არჩევნებში…რაღაცას მაინც დაატყობდით ქალაქს ! ხოო,ხმა რატომ არ მომეცით ) მპასუხობს…მე მოგეცით ხმა … მაგრამ ხალხს 15 და 20 ლარი დაურიგეს,სულ გაიყიდა ჩემი სამეზობლო…ვპასუხობ…ეგ ცუდია,ვფიქრობ რომ ეგ რაღაც ახალი ვირუსია,ახალი დაავადება ) მაწყვეტინებს…არა ბატონო ოთო თქვენ ეხა ხელები არ ჩამოყაროთ უნდა იბრძოლოდ, რისთვის თხუთმეტ ლარიანი ხმებისთვის ? …იცით რაარი ხალხი ამბობს მაგ ბიჭს რო მოეგო გამოაცოცხლებდა ამ მიგდებულ და მივიწყებულ ქალაქსო,თან ისიც იციან თქვენ რომ საკრებულოში უკვე წლებია ხელფას არ იღებთ და ამბობენ ხარჩილავა ფულის საკეთებლად არ მოსულა პოლიტიკაშიო,ახალგაზრდაა პერსპექტიული და თავსაც გამოიჩენდა საქმესაც გააკეთებდაო…თუმცა იმასაც ამბობენ მაგ ბიჭს აქ მაინც არ გააჩერებდნენ და თბილისში უკეთეს თანამდებობას შესთავაზებდნენო და მართალია ? გამეღიმა ) თქვენ როგორ ფიქრობთ ? მე ვიცი რო თქვენ გიყვართ თქვენი ქალაქი და მას არ მიატოვებთ! ჩვენ ყველა გვერდით დაგიდგებით ოღონდ ნუ გაბრაზდებით ხალხზე,დედა შვილურად გთხოვთ და ჩამიხუტა ) შია შვილო ხალხს და მაგიტომ გაიყიდნენ…კარგით ქალბატონო მე დავფიქრდები დღევანდელ ჩვენ საუბარზე მაგრამ მათ მაინც კითხეთ ის 20 თუ 15 ლარი ნეტა თუ ეყოთ იმ დღიდან დღემდე,ან თუ შეუქმნა მათ შვილებს რაიმე უკეთესი,თითო ოჯახში ერთი ადამიანი მაინც უნდა მუშაობდეს,ჩვენს შვილებს საბავშვო ატრაქციონები უნდა ქონდეთ მათივე ქალაქში,უმაღლესი სასწავლებლები მინდოდა დამეარსებინა,ინვესტიციები მომეზიდა და მეტი და მეტი მინდოდა მეკეთებინა…ამ ქალაქს აქვს პოტენციალი იყოს ერთი მხრივ ძალზედ საინტერესო ეკონომიკური პოტენციალით,და მეორე მხრივ როგორც სტუდენტური ასევე ტურისტული ქალაქი…დრო გვაჩვენებს ალბათ ვიბრძოლებ,როგორც ღირსეული ასევე მშიერი მოსახლეობისათვის ) … “

Comments
Loading...