- Advertisement -

ფოთის საკრებულოს წევრი: მე შევასრულებ მოსახლეობის დაკვეთას, წავუძღვები მრავალათასიან აქციას

ფოთის საკრებულოს მე-11 მოწვევის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციის პროტესტი ქალაქის მერის გოჩა კურდღელიას არ გამოცხადებამ გამოიწვია, რომელსაც 2017 წლის ბიუჯეტის შემოსულობების შესრულებისა და ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების მიზნობრივად ხარჯვის შესახებ ანგარიში უნდა წარედგინა.

ოპოზიციის განმარტებით, აღნიშნული საკითხი, ერთხელ უკვე გადაიდო რადგან მერი ქალაში არ იმყოფებოდა და ამჯერადაც იგივე განმეორდა, მათივე თქმით მერი საკრებულოს სათანადოდ არ აფასბს და პატივს არ სცემს.

აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით მერი ქალაქისთვის მნიშვნელოვან საკითხზე, მივლინებით თბილისში იმყოფება: 

"ქალაქის მერი მივლინებაში იმყოფება, რაც ძალიან ბუნებრივია, მის მოვალეობას შესაბამისად პირველი მოადგილე ასრულებს. აქ მთელი გუნდი სრული შემადგენლობით ვიმყოფებით, აქედან გამომდინარე, მერია ან მერი საკრებულოს მუშაობას არ სცემს პატივს ეს არასწორია“, – აღნიშნა გიორგი ფარეშიშვილმა.

"დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს" წარმმადგენელმა, საკრებულოს წევრმა ოთარ ხარჩილავამ ქალქში არსებულ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება და მაისის თვიდან პერმანენტული საპროტესტო აქციები დაანონსა:

"ქალაქში ჩამოშლილია ყველა სფერო, შეწუხებულია მოსახლეობა, მე შევასრულებ მოსახლეობის დაკვეთას, წავუძღვები ყველა საპროტესტო აქციას, ეს არ იქნება ერთჯერადი, ასევე, ეს იქნება მრავალი ათასისაგან შემდგარი აქციები. ერთხელ და სამუდამოდ პასუხი უნდა აგონ იმ ადამიანებმა, რომლებიც არღვევენ კანონს ამ ქალაქში და ხელს უწყობენ უმოქმედობას“- განაცხადა ოთარ ხარჩილავამ.

Comments
Loading...