ფოთის სანაპიროზე 5-6 ბალიანი შტორმი ფიქსირდება ფოთი დამატების თარიღი 8 დეკემბერი, 2017 422 ფოთის სანაპიროზე ამ დროისთვის 5-6 ბალიანი შტორმი ფიქსირდება, ამ ინფორმაციას ჰიდროგრაფიული სმსახურის სინოპტიკური სამმართველო ავრცელებს.მათი განცხადებით საშტორმო მდგომარეობა ხვალ საღამომდე შენარჩუნდება. „ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლზე, ზღვის ღელვა ხვალ საღამოს საათიდან დაიკლებს, თუმცა ღამით გაძლიერდება აღმოსავლეთის ქარი, რომლის სიჩქარე 10-15 მეტრი წამში იქნება. სამი დღის მანძოლზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი 12-14 გრადუსს მიაღწევს“ _ განაცხადა სინოპტიკოსმა სოფო ივანიშვილმა.