- Advertisement -

ფოთის საფეხბურთო კლუბში განხორციელებული საკადრო ცვლილებები, გულშემატკივრების ნაწილმა გააპროტესტა

მათი განცხადებით გუნდის ხელმძღვანელად და მწვრთნელად ადგილობრივი კადრები უნდა დაინიშნონ და არა ჩამოსულები. მათივე თქმით ამ საკითხების გადაჭრა ქალაქის ხელისუფლების დონეზე უნდა ხდებოდეს.

“კოლხეთის“ ხელმძღვანელად და მწვრთნელად თბილისიდან ჩამოსული ადამიანები დაინიშნენ, რასაც ვაპროტსებთ. გვინდა აღნიშნული პოსტი ადგილობრივმა , კომპეტენტურმა პირებმა დაიკავონ.ეს საკითხი მერიამ უნდა მოაგვაროს. გუნდი შარშან უმაღლესი ლიგიდან გავარდა და სერიოზული მომზადება სჭირდება, რისთვისაც სპონსორების მოძიებაც აუცილებელია,“-განუცხადა ჟურნალისტებს საფეხბურთო გუნდ ,,კოლხეთის“ გულშემატკივარმა იგორ შურღაიამ.

ფოთის „კოლხეთის“ დირექტორის ნიკოლოზ ჯაშის განმარტებით, ყოველივე ამის უკან კონკრეტული პირების კერძო ინტერესები დგას. მისი თქმით გუნდის ძველმა შემადგენლობამ სასურველი შედეგი ვერ დადო და ის იძულებული გახდა საკადრო ცვლილებები გაეტარებინა.

„მოგეხსენებათ თუ რა დღეშია ფოთის კოლხეთის რეპუტაცია. ხელში მაქვს დოკუმენტი, სადაც არის მითითებული რამხელა ხელფასების მქონე ხალხმა ჩაძირა გუნდი. ფაქტი სახეზეა, მილიონიან დაფინანსებას, რომ ვერ გამოიყენებს ადამიანი და ამასთან ერთად დიდი ვალების ქვეშ რომ იმყოფება კლუბი, ეს არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. ყოველივე ამის შემხედვარემ გადავწყვიტე ფოთს დავდგომოდი გვერდში. მე გახლავართ ჩემი საქმის პროფესიონალი, მე და ჩემს გუნდს დიდი პრობლემების გადალახვა მოგვიწევს და როდესაც ვამბობ ჩემს გუნდს, ეს იმას არ ნიშნავს რომ ვინმესთვის კარები დაკეტილია, ყველას შეუძლია მობრძანდეს და თავისი აზრი დააფიქსიროს. უბრალოდ აქამდე ვისაც ნდობა გამოვუცხადე ძველი გუნდიდან, არანაირი ნაბიჯები არ გადადგეს საქმის გამოსასწორებლად, ამის შემდეგ მე თვითონ შევუდექი კადრების დაკომპლექტებას, ანუ სხვა გზა ვნახე და ნელ-ნელა საქმე დაიძრა წინ. მიუხედავად ამისა აქვს ასეთ პროვოკაციებს ადგილი, სადაც ნათლად იკვეთება ვიღაც ვიღაცეების პირადი ინტერესები. პირველ რიგში ჩვენი მიზანია კვალიფიცირებული მწვრთნელებით, მაღალი დონის ფეხბურთელებით გუნდის დაკომპლექტება, ფოთელი ახალგაზრდები უნდა წამოვიდნენ წინა პლანზე. ეს არის სწორედ ჩვენი გეგმა,რომ დავაბრუნოთ გუნდი უმაღლეს ლიგაში. მივმართავ მთელ ფოთს, დავალებაა მეგობრული: ყოველი ჩემი ნაბიჯი აკონტრლონ. ვიყოთ ერთი გუნდი და ოჯახი“_ განაცხადა ნიკოლოზ ჯაშმა.

Comments
Loading...