- Advertisement -

ფოთის ღია ჩემპიონატი “ოქროს ტბა 2018” ბელორუსი სპორტსმენების გამარჯვებით დასრულდა

ფოთის ღია ჩემპიონატი, წყალსათხილამურო სპორტში „ოქროს ტბა 2018“ გაიმართა,სადაც ფოთელ სპორტსმენებთან ერთად, ბელორუსის ნაკრების წევრებიც მონაწილეობდნენ.

შეჯიბრება ორ ეტაპად – ფიგურულ სრიალში და სლაომში ჩატარდა. ფოთელმა თორნიკე სურგულაძემ სლაომში ვერცხლის,ხოლო ფიგურულ სრიალში ბრინჯაოს მედლები მოიპობა.ჩემპიონის ტიტული ყველა კატეგორიაში კი ბელარუსმა სპორტსმენებმა დაისაკუთრეს.

"ბელორუსიიდან 10 სპორტსმენი მწვრთნელებთან ერთად ჩამოვედით, უკვე 21-ე დღეა აქ ვართ. სავარჯიშოდ ყველა პირობაა შექმნილი, მზე, წყალი, სითბო. ვემზადებით საერთაშორისო ტურნირებისთვის.ეს არის ყველაზე კარგი ქვეყანა სადაც კი ვყოფილვარ, ტბაც საუკეთესოა, შეიძლება ივარჯიშო იმდენი რამდენიც მოგესურვება. იმედი მაქვს მომავალშიც შევძლებთ ჩამოსვლას", – ამბობს მარია კარაბანავა.

Comments
Loading...