- Advertisement -

ფოთის ცენტრალურ პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. პროცესს ადგილზე ფოთის მერი გოჩა კურდღელია პირველ მოადგილესთან კონსტანტინე თოფურიასთან ერთად გაეცნო.

სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, დასასვენებელი ბაქნები და საბავშვო მოედნები, გარე განათების სისტემა, ღია სასცენო ნაგებობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტერიტორიის მწვანე (დეკორაციული და ხე მცენარეები) ნარგავებით შევსება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ახალი შადრევნების მოწყობა და სხვა ღონისძიებები. ფოთის ცენტრალური პარკი ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ობიექტია. პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქს განახლებული დასვენებისა და გართობის კერა ექნება.

Comments
Loading...