- Advertisement -

ფოთის 70-ე საოლქო კომისიამ “სამართლიანი არჩევნების” საჩივარი არ დააკმაყოფილა

დღეს ფოთის #70 საოლქო კომისიამ „სამართლიანი არჩევნების“ სარჩელი განიხილა,რომელშიც მითითებული,რომ 31- ე უბნის სამივე სახის შემაჯამებელ ოქმში სუბიექტების მიერ მიღებული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების რაოდენობა, ბევრად ნაკლებია მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობაზე.

როგორც „სამართლიანი არჩევნების“ რაიონულმა კოორდინატორმა თეა შონიამ კომისიის სხდომაზე განაცხად, ეს იძლევა ეჭვის საფუძველს რომ 31-ე უბანზე ეგრეთწოდებული „კარუსელი“ დატრიალდა. მან აღნიშნული უბნის შედეგების გადამოწმება მოითხოვა.

როგორც საოლქო კომისიის თავმჯდომარემ, სალომე როდონაიმ აღნიშნა, საჩივარში დარღვევის არსი არ არის მთითებული. საბოლოოდ ხმათა უმრავლესობით „სამართლიანი არჩევნების“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

„ნაკლებობა არ წარმოადგენს არანაირ პრობლემას,მითუმეტეს კანონში პირდაპირ არის მითითებული,რომ ნაკლებობის შემთხვევაში ბალანსი ჯდება.საჩივარში დაფიქსირებულმა დარღვევის არსმა არ მოგვცა საშუალება და არც საფუძველი იმისა,რომ არსებული მოთხოვნა დაგვეკმაყოფილებინა_ განაცხადა ჩვენთან საუბარში სალომე როდონაიამ.

ფოთის საოლქო კომისიაში შემოსული 12 საჩივრიდან ,განსახილველი ორი დარჩა: „ევროპული საქართველოს“ საჩივარი,რომელშიც 31-ე უბნის სამაგიდო სიის ხელმოწერების გადათვლის და გაურკვეველი ბილეტენების შემოწმების მოთხოვნაა დაფიქსირებული, ხოლო მეორე საჩივარი „სამართლიან არჩევნებს“ ეკუთვნის, რომელიც 21-ე უბანზე მათ დამკვირვებელზე განხორციელებულ სექსუალური სახის შევიწროების ფაქტს ეხება.

Comments
Loading...