- Advertisement -

ფოთის 70-ე საოლქო კომისიაში საჩივრების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ფოთის 70-ე საოლქო კომისიის სხდომა, სადაც საჩივრების განხილვა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. 31 საჩივრიდან საოლქო საარჩევნო კომისიამ 28 განუხილავი დატოვა,2 დააკმაყოფილა და ერთი არ დააკმაყოფილა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს და არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა დავა სასამართლოში გაგრძელდეს.

„ძირითადი საჩივრები იყო დაწერილი კომისიის თავმჯდომარეების უფლებამოსილების გადამეტებასთან, დილის პროცედურების არასწორად ჩატარებასთან დაკავშირებით და ზეწოლის ფაქტებზე, რომელსაც ახორციელებდა კომისიის თავმჯდომარეები, ჩვენს წარმომადგენლებზე ან დამკვირვებლებზე. სხდომაზე წარმოადგინეს ახსნა-განმარტებითი ბარათი, სადაც კომისიის თავმჯდომარე აღიარებს, რომ წილისყრა არ ჩაუტარებია და მისი ნებით გადაანაწილა ფუნქციები.გაატარეს, არანაირი დისციპლინარული ზომა არ მიუღიათ. ჩვენ დაველოდებით საოლქოს ოფიციალურ გადაწყვეტილებას, რომელიც ორი დღის განმავლობაში გამოქვეყნდება და შემდეგ ჩვენ გადავწყვიტავთ როგორ მოვიქცეთ, გავაგრძელოთ დავა თუ შევჩერდეთ“_ განაცხდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ოლქში, დათო ხომერიკმა.

70-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარემ , სლომე როდონაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა,რომ კომისიამ კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.

,,31 საჩივრიდან 28 განუხილველი დარჩა , გარკვეული უსაფუძვლობის გამო . საჩივრების ნაწილზე ჩადენის დრო არასწორად იყო მითითებული , ნაწილზე კი მოთხოვნა არ იყო მითითებული . ეს კონკრეტული საჩივრები დარღვევით იყო შედგენილი. რაც შეხება დანარჩენ სამ საჩივარს, ერთი საჩივარ არ დაკმაყოფილდა -ეს იყო წარმომადგენლის გაძევებასთან დაკავშირებით საჩივარი . რეალურად საოლქო კომისიას ჰქონდა საუბნო კომისიის მიერ შედგენილი გაძევების აქტი, ასევე განკარგულება. რაც შეეხება დანარჩენ ორ საჩივარს, გამოვიყენეთ დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომა, კონკრეტულად #1 და # 4 კომისიის წევრების მიმართ , რომლებმაც წილისყრაზე უარი განაცხადეს, მიეცათ შენიშვნა ,ეს იყო მოთხოვნა სადამკვირვებლო ორგანიზაციების,“- აღნიშნა სალომე როდონაიამ.

Comments
Loading...