- Advertisement -

ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნების ჩასატარებლად მზად არის

ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩასატარებლად მზად არის_ ამის შესახებ განცხადებას ფოთის საოლქო კომისია აკეთებს.

როგორც საოლქოში აღნიშნეს, კომისიის ყველა წევრს გავლილი აქვს ცესკოს სწავლების ცენტრის ტრენინგების 4 -ვე ეტაპი და მზად არიან იმისთვის,რომ არჩევნებმა ხარვეზების გარეშე ჩაიაროს.

„დღეის მდგომარეობით ფოთში 41ათ. 233 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 32-ვე საარჩევნო უბანი მზადყოფნაშია ამომრჩევლების მისაღებად. წინა თვითმმართველობის არჩევნებისგან განსხვავებით, ახლა გვაქვს 10 მაჟორიტარული ოლქი, ასე რომ პროპორციული სისტემით საკრებულოში 15 კანდიდატი,ხოლო მაჟორიტარული წესით 10 კანდიდატი შევა. რაც შეეხება ამომრჩეველთა სიებს, უკვე დამთავრებულია მათი ფორმირება. ხვალ საარჩევნო უბნები დილის 7 საათზე გაიხსნება. ამომრჩეველს ხმის მიცემა 8 საათიდან შეეძლება_ განაცხადა 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თამჯდომარის მოადგილემ მარიკა გაწერელიამ.

Comments
Loading...