- Advertisement -

ფოთი ბავშვთა სპორტულ ფესტივალს “სპორტი ყველასათვის” მასპინძლობს

ფოთი ბავშვთა სპორტულ ფესტივალს "სპორტი ყველასათვის" მასპინძლობს. შეჯიბრება პარკი არენაზე მიმდინარეობს და მასში 20 გუნდი მონაწილეობს. 

ფესტივალის გახსნას საქართველოს ეროვნული ფედერაციის "სპორტი ყველასათვის" პრეზიდენტი მაია აზარაშვილი დაესწრო.

,,ეს ფესტივალი მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა რეგიონში მიმდინარეობს. ვფიქრობ ბრწყინვალე წამოწყებაა, რადგან ფესტივალში ბავშვები არიან ჩართული. შეიძლება მომავალში მათი ცხოვრება , სპორტული კარიერა სხვანაირად განვითარდეს. ყველაფერი გეგმის შესაბამისად მიდის ისე, როგორც ჩვენს ფედერაციას სურდა. მიხარია, რომ ფოთის ფესტივალში ხუთი გოგონათა გუნდი მონაწილეობს,“-განაცხადა მაია აზარაშილმა.

ფესტივალი ხვალ დაიხურება

Comments
Loading...