ფოთი-თბილისის მატარებელს დაუდგენელმა პირმა ქვა ესროლა ფოთი დამატების თარიღი 23 ივლისი, 2018 126 ფოთი-თბილისის მატარებელს დაუდგენელმა პირმა ქვა ესროლა, ჩამტვრეულია ვაგონის შუშა, რის გამოც მატარებელი კასპში შეყოვნდა. ამ დროისათვის გამოძახებულია საპატრულო პოლიცია. დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ, მატარებელი გააგრძელებს თბილისის მიმართულებით მოძრაობას მატარებელი ფოთიდან 08:40 წუთზე გამოვიდა და თბილისში 14:05-ზე უნდა ჩამოსულიყო. მომხდარის გამო, რეისი დაიგვიანებს. მიმდინარეობს გამოძიება. ვიმედოვნებთ, რომ სამართალდამრღვევი პირები გამოვლინდებიან და მიეცემიან პასუხისგებაში აღნიშნული ვანდალური ფაქტის გამო. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს რკინიგზა ოფიციალურ facebook გვერდზე ავრცელებს.