- Advertisement -

ფოთში, ავტსოადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გაიმართა

რეკვავას ქუჩის რეაბილიტაციაში მომუშავე პირები, ტენდერში გამორჯვებული კომპანია შ.პ.ს „გზატკევილი პლიუსისგან“ ანაზღაურების დაფარვას მოითხოვენ. როგორც ისინი აცხადებენ, კომპანიამ გამოიყენა მათი შრომითი რესურსი, ტექნიკა, შემდეგ კი, ისინი ახალი ჯგუფით ჩაანაცვლა და ანაზღაურების სრულად გადახდაზე უარი განაცხადა.

„რეკვავას ქუჩა, რომელიც წლების მანძილზე იყო დაზიანებული აღვადგინეთ, შესრულებულ სამუშაოებში ვინც მიიღო მონაწილეობა ყველა არის დაზარალებული, რადგან არ არის თანხა სრულად ჩარიცხული. კომპანია „გზატკეცილი პლიუსთან“ ვთანამშრომლობთ მარტის თვიდან და ჩვენი ნდობა ბოროტად გამოიყენა. ჩვენს ხარჯზე დაასრულა ორი პროექტი და ახლა დავალიანების დაფარვაზე უარს აცხადებს“ – განაცხადა აქციის მონაწილემ ბორის შოშიტაიშვილმა.
შ.პ.ს. „გზატკეცილი პლიუსის“ წარმომადგენელი ამ ბრალდებებს უარყოფს. მისი მტკიცებით, თითოეული სუბიექტის დავალიანება სრულად არის დაფარული. „ის პრეტენზიები, რაც აღნიშნულ ფირმას გააჩნია, არ არის სწორი, ვინაიდან შ.პ.ს „გზატკეცილს“ აბსოლუტურად რა სამუშაოებიც შესრულდა გადარიცხული აქვს, რაზედაც ჩვენ შედარების აქტიც წარვადგინეთ და გამოძიება მიმდინარეობს.აქ სამართლებლივ ჩარჩოს არ სცემენ პატივს, ჯერ ეტყობა ცივილიზაცია არ არის შემოსული და თვითონ რაც უნდა იმას ამბობენ. 632 ათასი ლარი აქვს გადარიცხული „გზატკეცილს“ , ყველაფერი მოწესრიგებილი აქვს და თუ რამე პრეტენზია აქვთ მიმართონ სასამართლოს“ – განაცხადა შ.პ.ს. „გზატკეცილის“ ადვოკატმა დარეჯან ბუცხრიკიძემ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ კუთვნილი ანაზღაურების არ მიღების შემთხვევაში, შ.პ.ს „გზატკეცილს“ რეკვავას ქუჩაზე სამუშაობის გაგრძელების საშუალებას არ მისცემენ.

Comments
Loading...