- Advertisement -

ფოთში ახალგაზრდა მამაკაცი, მამინაცვალის მკვლელობის ბრალდებით, დააკავეს

ფოთში, ბათუმის ქუჩაზე 50- წლამდე მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, სადაც გერთან ერთად ცხოვრობდა. როგორც მეზობლები ყვებიან, სახლში შესულებს ასეთი სურათი დახვდათ: მამაკაცი ქვემოთ ეგდო, მას თავის არეში დაზიანება აღენიშნებოდა, გერს კი ეძინა. მეზობლები მამა-შვილს შორის კომფლიქტს გამორიცხავენ და ამბობენ, რომ მათი სახლიდან ხმამაღალი ყვირილი არასოდეს გაუგიათ, თუმცა აღნიშნავენ, რომ გერი ხშირად ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ის სამართალდამცავებმა ადგილზე დააკავეს.

როგორც „აიპრესს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში განუცხადეს, მომხდართან დაკავირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობას ითვალისწინებს.

Comments
Loading...