- Advertisement -

ფოთში, ახალგახსნილ სამშობიარო სახლში, პირველი ახალშობილები დაიბადნენ

როგორც კლინიკის მთავარი ექიმი, ნოე მაცაბერიძე „აიპრესთან“ ჰყვება, მშობიარობამ გართულების გარეშე ჩაიარა. ახალშობილები, ნენსი თოფურია და ვილიამ ბობოხია დედებთან ერთად, თავს კარგად გრძნობენ.

„მშობიარობამ ჩაიარა გართულების გარეშე. მეორე გაკეთდა საკეისრო კვეთა, რომელიც ასევე გართულების გარეშე დასრულდა. მელოგინეები თავიანთი ახალშობილებით, თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობენ. ერთისთვის პირველი ბავშვია, მეორესთვის მეოთხე. დადებითი ემოციბით ვართ სავსე, ისინი ჩვენი პირველი მერცხლები არიან“- განაცხადა ფოთის ცენტრალური საავადმყოფო „ბომონდის“ მთავარმა ექიმმა ნოე მაცაბერიძემ. . შეგახსენებთ, რომ გასული წლის აგვისტოს თვეში, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ფოთის სამშობიარო სამეანო განყოფილებას, საქმიანობის უფლება შეუჩერდა.

მიზეზად, შესაბამის სტანდარტებთან შეუსაბამობა დასახელდა.ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოსგან მიღებული აკრძალვის მიხედვით, მედ პერსონალს არ შეეძლო მშობიარის მიღება, მათ შორის გადაუდებელ შემთხვევებშიც კი.

Comments
Loading...