- Advertisement -

ფოთში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა

ფოთში დევნილთა დასახლებაში ახალი საბავშო ბაღის მშენებლობა დასრულდა. ამ ეტაპზე შენობის ინვენტარით უზრუნელყოფა და ეზოს კეთილ-მოწყობის სამუშაოები დაიწება.

„ეზოს კეთილმოწყობა და სათამაშო ინვენტარით აღჭურვასთან დაკავშირებით, ტენდერი უკვე გამოცხადებულია, აღნიშნული ხარჯები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება“ _ განაცხადა ქალაქის მერმა გოჩა კურდღლიამ.

ახალ დასახლებაში, სადაც 1 244 დევნილი ოჯახი ცხოვრობს, ამ დრომდე არც ერთი საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებდა. ადაპტირებული ბაღის მშენებლობა 2017 წლის ივნისის თვეში, ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და პოლონეთის მთავრობის დაფინანსებით დაიწყო. ის 100 -მდე აღსაზრდელზეა გათვლილი და 4 ასაკობრივ ჯგუფს მოემსახურება.პროექტის ღირებულება 385 000 ათას ლარს შეადგენს.

Comments
Loading...