- Advertisement -

ფოთში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ფოთში, დევნილთა დასახლებაში, საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს, ლტოლვილთა დანიის საბჭოს დირექტორი ვინსენტ დონტო, პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლებთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად გაეცნო.

ადაპტირებული ბაღის მშენებლობა 5 თვის წინ, ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და პოლონეთის მთავრობის დაფინანსებით დაიწყო.სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ქალაქმშენსერვისი“ ახორციელებს და მისი ღირებულება 385 000 ათას ლარს შეადგენს. საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი განახორციელებს.

„ ახალ დასახლებაში, სადაც 1 244 დევნილი ოჯახი ცხოვრობს, ამ დრომდე არც ერთი საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებდა. სახელმწიფომ გაითვალისწინა დევნილი ოჯახების მოთხოვნა, საერთაშორისო პარტნიორებისა და დონორების ხელშეწყობით, ფოთის დევნილთა ჩასახლებას საკუთარი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებული და აღჭურვილი საბავშვო ბაღი ექნება“-განაცხადა დევნილთა მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილმა.

100 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დეკემბრის ბოლოს დასრულდება.

Comments
Loading...