- Advertisement -

ფოთში ახალი სასწავლო წელი რამდენიმე საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოების პარალელურად დაიწყო

ფოთში ახალი სასწავლო წელი რამდენიმე საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოების პარალელურად დაიწყო.კერძოდ, მე-4 და მე-5 სკოლების რეაბილიტაცია ჯერ კიდევ არ არის დასრულებული.

„მე-4 სკოლაში სველი წერტილების მოწესრიგება ხდება, მე-5 სკოლაში კი გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს, რაც სასწავლო პროცესს არ შეუშლის ხელს.

აღნიშნული პროცესი ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.წელს ყველა სკოლაში მოწესრიგებულია გაზიფიცირების საკითხი და ზამთარს მოზადებული შევხდებით“_ განაცხადა ფოთის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსმა გოჩა ქორქიამ.
-„სკოლაში 2008 წლიდან ძირითადად ელექტრო ღუმელებით ვსარგებლობდით,რადგან გათბობის სისტმა ხარვეზებით დამონტაჯდა და მისი გამოყენება ვერ შევძელით.ამჯერად ეს პრობლემა მოხსნილია, სკოლაში ახალი ხარისხიანი გათბობის სისტემა დამონტაჟდა.“_ განაცხადა მე-8 საჯარო სკოლის დირექტორმა ირაკლი ლაბარტყავამ.

ფოთში 11 საჯარო და 4 კერძო სკოლა ფუნქციონირებს,წელს 598 პირვლკლასელმა გაიარა რეგისტრაცია

Comments
Loading...