ფოთში ბუნებრივი აირით 70 წლის ქალი და 12 წლის ბავშვი მოიწამლნენ ipressტოპ სიახლე დამატების თარიღი 15 დეკემბერი, 2018 69 ფოთში, ბერდიანსკის ქუჩაზე , ბუნებრივი აირით 70 წლის ბებია და 12 წლის შვილიშვილი მოიწამლნენ. ისინი სასწრაფო -სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. საავადმყოფოს დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით, მათი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. “ბრიგადამ შემოიყვანა ორი პაციენტი, 70 წლის ქალბატონი და 12 წლის ბავშვი. ისინი მოთავსებული არიან მიმღებ დიაგნოსტიკურ განყოფილებაში. უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა და გამოკვლევა. იმყოფებიან ექიმების დაკვირვების ქვეშ.მდგომარეობა ჯერ-ჯერობით სტაბილურია,“- აღნიშნა თეა მიგინეიშვილმა. შსს-ს საინფორმაციო ცენტრის განცხადებით, მომხდარ ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს. გაზიმოწამვლაფოთი