- Advertisement -

ფოთში გადაუღებელი წვიმის შედეგად ცენტრალური ქუჩები დაიტბორა

ფოთში გადაუღებელი წვიმის შედეგად ცენტრალური ქუჩები დაიტბორა. განსაკუთრებული პრობლემები კერძო სახლებში მცხოვრებლებს შეექმნათ. დაიტბორა ეზოები და ადგილობრივები შიშობენ, რომ წვიმის გაგრძელების შემთხვევაში წყალი სახლებშიც შეაღწევს.

მათი განცხადებით, ქალაქში მოქმედი სატუმბი სადგურები გამართულად არ მუშაობს და სანიაღვრე არეხებიც მოუწესრიგებელია, რის გამოც აღნიშნული პრობლემა ყოველი ძლიერი წვიმის დროს არსებობს. ისინი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

ფოთის მუნიციპელიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლი ლევან ჩოჩია, მოსახლეობის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს:

„შვიდივე სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს, მაგრამ უხვი ნალექის გამო წყალი გადინებას ვერ ასწრებს. მერიის შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს და შემთხვევის ადგილზე მობილური ჯგუფები გადიან. სანიაღვრე არხებიც პერიოდლად იწმინდა“._ განაცხადა ლევან ჩოჩიამ

ფოთში 7 სატუმბი სადგური ფუნქციონირებს.სპეციალისტების განცხადებით, ყოველი წვიმის დროს პრობლემის თავიდან აცილების მიზნით, ქალაქს მინიმუმ 15 სატუმბი სადგური უნდა ემსახურებოდე.

Comments
Loading...