- Advertisement -

ფოთში გარეგანათების დაზიანების მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა

ფოთში 9 აპრილის ხეივანზე გარეგანათების დაზიანების ფაქტი დაფიქსირდა. ზოგ ადგილას ნათურები გამქრალია, ზოგან კი ჩამსხვრეულია. ქალაქის სერვისების ცენტრის უფროსის, პირველი მოადგილის, ვერა ლაღიძის განცხადებით, მსგავსი შემთხვევები ქალაქის ტერიტორიაზე ხშირად ხდება და ადგილობრივებს გულისხმიერებისკენ მოუწოდებს.

„რამდენიმე თვის წინ ქალაქის ცენტრალურ პარკში ნათურების, ურნების, სკამების დაზიანებისა და ქურდობის ფაქტი დაფიქსირდა, ახლა 9 აპრილის ხეივანზე განმეორდა ეს ვანდალური საქციელი.სამწუხაროა როდესაც მსგავსი შემთხვევები ფიქსირდება და გვიწევს მოწოდების გაკეთება ელემენტარულზე, რომ უნდა გავუფრთხილდეთ იმას რაც გვაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქალაქის ინფრასტრუქტურა ვერ განვითარდება. ძალიან ბევრი სამუშაოები გვაქვს დაგემილი ქალაქის გალამაზების კუთხით, მაგალითად გვინდა სკვერები ფერადი ყვავილებით გავალამაზოთ, მაგრამ გვეშინია მეორე დილით ყველაფერი განადგურებული, ამოგლეჯილი არ დაგვხვდეს“ _ აცხადებს ვერა ლაღიძე.

Comments
Loading...