- Advertisement -

ფოთში, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

ფოთში, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, დაუნის სინდრომის მქონე მოქალაქეების საზოგადოებაში ინტეგრირებასა და ცნობიერების ამაღლების მიზნით შეხვედრა გაიმართა, რომელსაც კოალიცია „სოციალური რეფორმებისათვის“ დირექტორი თამარ ფოფხაძე უძღვებოდა. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წრმომადგენლები, . დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები და მათი მშობლები, ესწრებოდნენ.

"21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება. უკვე მრავალი წელია ჭრელი წინდები სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა.წინდას ქრომოსომის ფორმა აქვს. 21-ე ქრომოსომის გასამება კი დაუნის სინდრომია გამომწვევი მიზეზია. ჩვენი კოალიცია წელს უკვე მე-5 წელია უერთდება მსოფლიო კამპანიას, რომლის სლოგანია „რას ვმატებთ საზოგადოებას“ მის მიზანს კი წარმოადგენს დაუნის სინდრომის მქონე პირთა მხარდაჭერა ცხოვრების ყველა ეტაპზე“, – განაცხადა თამარ ფოფხაძემ.

Comments
Loading...