- Advertisement -

ფოთში, დევნილთა დასახლებაში უფასო სამედიცინო აქცია მიმდინარეობს

ფოთში დევნილთა დასახლებაში უფასო სამედიცინო აქცია მიმდინარეობს. კლინიკა „უნიქალმედისა“ და ფონდი „სოხუმის“ ერთობლივი აქციის ფარგლებში,.ადგილობრივებს კონსულტაციასთან ერთად, სხვადასხვა სახის დიაგნოსტიკა და ექოსკოპიური კვლევები უახლესი აპარატურით უტარდებათ.

მოქალაქეებს სამედიცინო მომსახურების მიღება მთელი დღის განმავლობაში შეეძლებათ.

აქციაზე კლინიკა „უნიქალმედის“თითქმის ყველა კატეგორიის ექიმი იმყოფება.

"ამ დროისთვის გამოკვლეული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და მძიმე დაავადება არ დაფიქსირებულა. ჩვენ უფასო აქციების გაგრძელდებას, უახლოეს მომავალში, როგორც სამეგრელოში, ასევე იმერეთის რეგიონში ვგეგმავთ“ _ განაცხადა კლინიკა „უნიქალმედის´დირექტორმა შოთა მარუაშვილმა.

Comments
Loading...