- Advertisement -

ფოთში დევნილ და სოციალურად დაუცველი ქალებისთვის კომპიუტერული ლაბორატორია გაიხსნა

ფოთში, თანამედროვე ტექნიით აღჭურვილი კომპიუტერული ლაბორატორია გაიხსნა, სადაც დევნილი და სოციალურად დაუცველი ქალბატონები უფასოდ გაივლიან მოსამზადებელ კურსებს. კომპიუტერული ლაბორატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „დიოსკურიას“ ბაზაზე შეიქმნა. ორგანიზაციის დირექტორის, ნონა ხუხიას განცხადებით, ბენეფიციარებს, სრული კურსის გავლის შემდეგ, სპეცალური სერთიფიკატები გადაეცემათ.

„კომპიუტერული ლაბორატორია ძირითადად გათვლილია დევნილ ქალბატონებზე, თუმცა, რათქმაუნდა ამ სერვიზით სარგებლობა სოციალურად დაუცველ ქალბატონებსაც შეუძლიათ. კომპიუტერულ ცოდნას დღეს ძალიან დიდი მნშვნელობა აქვს, ჩვენთან კურსდამთავრებულებს გაუადვილდებათ საზოგადოებაში ინტეგრაცია, დასაქმება. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდა ტრენერებმა გადამზადების კურსი, ამერიკელ მოხალისეებთან გაიარეს. მათ ტექნიკურ ცოდნასთან ერთად, დამატებით ლიდერის უნარებზე ჩაუტარდათ ლექცია. დღეს „დიოსკურიას“ 18 წლის იუბილესაც ავღნიშნავთ. ამ ხნის მანძილზე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი წამოვიყეთ, რომლებიც დღემდე წარმატებით ხორციელდება“, – აღნიშნა ნონა ხუხიამ.

კომპიუტერული ლაბორატორია USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და ა.შ.შ.-ის მშვიდობის კორპუსის მოხალისეების ხეშეწყობით შეიქმნა.

Comments
Loading...