ფოთში დიოკლიის მიტროპოლიტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონია მიმდინარეობს ipressტოპ სიახლე დამატების თარიღი 9 ოქტომბერი, 2018 69 ფოთის „ახალი საქართველოს უნივერსიტეტში“ დიოკლიის მიტროპოლიტის კალისტე უეარას საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონია მიმდინარეობს. ცერემონიის დასასრულს, ის საზეიმო მოხსენებას წაიკითხავს თემაზე „შესაქმის მართლმადიდებლური ხედვა“. შეხვედრას სასულიერო პირები, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის, ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგაროების წარმომადგენლები ესწრებიან. როგორც, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ჟურნალისტეთან განაცხადა, მიტროპოლიტი კალისტო სუერი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მართმადიდებელი თეოლოგია. “კალისტოსი ლონდონიდან უნივერსიტეტის მოწვევით ჩამოვიდა. კალისტოსი არის ძალიან ცნობილი და მნიშვნელოვანი მისი ნაშრომებითა და მოღვაწეობით. ის არის უაღრესად ანგარიშგასაწევი სპეციალისტი თეოლოგიის დარგში,ასევე თანამედროვე ღვითისმეტყველების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. მოხარული ვართ, რომ ჩვენთან ბრძანდება და ეს დღე ერთგვარი ისტორიულია, როგორც ფოთის ცხოვრებაში, ასევე უნივერსიტეტის ცხოვრებაში. მისი ჩამობრძანება არ არის მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობის, არამედ მნიშვნელოვანია მთელი ქვეყნისთვის . იმედს გამოვთქვამ , რომ ეს დღე თავის წვლილს შეიტანს როგორც უნივერსიტეტის სამომავლო განვითარებაში, ასევე სულიერი ცხოვრების გაკეთილშობილება-გაჯანსაღებაში“- აღნიშნა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა. კალისტე უეარამიტროპოლიტიფოთი