- Advertisement -

ფოთში დოკუმენტური ფილმის გადაღება მიმდინარეობს

გერმანულ-ფრანგული საზოგადოებრივი ტელეარხი ARTE შავი ზღვის აუზის ქვეყნებზე დოკუმენტურ ფილმს იღებს.

ARTE TV -ის დაინტერესება კოლხეთის ეროვნულმა პარკმა და 40 მეტრიანმა ისტორიულმა შუქურამ გამოიწვა, რომელიც 1864 წლიდან დღემდე ფოთის საზღვაო სივრცეში, ნაოსნობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

შუქურა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის შემადგენლობაში შედის.

„გერმანიაში ბევრისთვის უცნობია საქართველო,წარმოდგენაც არა აქვთ თუ სად მდებარეობ ის.ჩვენი მიზანია ევროპას გავაცნოთ თქვენი სამშობლო,თავისი კულტურითა და წესჩვეულებებით. მთლიანობაში კეთდება 5 ფილმი. თითოელი 52 წუთიანი იქნება. აქედან ერთ-ერთი საქართველოს ეძღვნება. რუბრიკას ქვია "არტე აღმოჩენა“ _ განაცხადა რეჟისორმა სტივენ გალინგმა.

„საქართელოსთვის, როგორც საზღვაო ქვეყნისთვის ისეთ მაღალ რეიტინგულ ტელეარხზე გამოჩენა როგორიც ARTE-ა, მეტად მნიშვნელოვანი იქნება ტურიზმის თვალსაზრისითაც, ვინაიდან არხი მთელს ევროპაში მაუწყებლობს და ორიენტირებულია ევროპასა და ევროკავშირის პოპულარიზაციაზე“._ აღნიშნა ჰიდროგრაფიის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა რუსუდან ძაძუამ.

რეჟისორის განცხადებით დოკუმენტურ ფილმს მაყურებელი 2018 წლის გაზაფხულზე იხილავს.

Comments
Loading...