- Advertisement -

ფოთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში თანამედროვესტანდარტების შესაბამისი, 100 აღსაზრდელზე გათვლილისაბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის პროცესს საქართველოს პარლამენტის წევრი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლიხახუბია, მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტყებუჩავა, მერის მოადგილეები -მამუკა პაპასკირი და ზაქარია გვრიტიშვილი,საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე გაეცნენ.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება საერთაშორისოსტანდარტების შესაბამისად შენდება. გარდა შიდაინფრასტრუქტურისა, კეთილმოეწყობა ეზოც. შენობაადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობებისმქონე პირთათვის.

სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 815 000 ლარსშეადგენს. პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC), საქართველოგერმანიის ფინანსური თანამშრომლობისფარგლებში ახორციელებს.

აქტიური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს N12 სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებში.

პროექტი სააღმზრდელო დაწესებულების შიდასარეაბილიტაციო სამუშაოებს, კერძოდ, ჯგუფების,საძინებლების,გასახდელების რეაბილიტაციას , კარფანჯრების შეცვლას, ჭერისა და იატაკისმოპირკეთების სამუშაოებს ითვალისწინებს.

პროექტის ღირებულება 164 590,99 ლარს შეადგენს.

 

Comments
Loading...