- Advertisement -

ფოთში კვარცხლბეკი, გურამ ფირცხალავას სახელია და გვარით, 8 თვეა ცარიელია

ფოთის ხელოვნების სკვერში, პედესტალი სადაც მსახიობ გურამ ფირცხალავას ბიუსტი იყო განთავსებული, მერვე თვეა ცარიელია. კვარცხლბეკზე მხოლოდ მსახიობის სახელი და გვარია შემორჩენილი და ისიც არასრულად.

სახალხო არტისტის ბიუსტი, მის მშობლიურ ქალაქში, გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ, 2017 წლის 31 ივლისს გაიხსნა. ეს თარიღი ორგანიზატორებმა, რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალს დაამთხვიეს, თუმცა ცერემონიალი ფესტივალის დახურვის მეორე დღეს შედგა, რომელსაც ფოთის თეატრის, მუნიციპლიტეტის და გურამ ფირცხალავას ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. რატომ არ გაიმართა ეს პროცესი ფესტივალის მიმდინარეობის დროს დ საქართველოს სხვდასხვა კუთხიდან ჩამოსული მსახიობების თანდასწრებით, მაშინ გახდა გასაგები როდესაც ცერემონიალზე ბიუსტს გადაფარებული თეთრი ნაჭერი მოხსნეს.ის არც გარეგნული და არც სახასიათო ნიშნებით არ გავდა მსახიობს. ამ გაუგებრობის გასაბათილებლად ოჯახის წევრებს აუხსნეს, რომ სკულპტურა არ არის დასრულებული და უახლოეს პეროიდში არსებული ხარვეზი აუცილებლად გამოსწორდება. ამის შემდეგ ბიუსტი ხელოვნების სკვერს თითქმის ერთი კვირა „ამშვენებდა“, მას მერე ის არავის უნახავს.

რა ბედი ეწია გურამ ფირცხალავას ბიუსტს „აიპრესი" შეეცადა აღმასრულებელი ორგანოს შესაბამის სტრუქტურაში გაერკვია. მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის, ნიკოლოზ გრიგოლიას განმარტებით, ხელოვნების სკვერში მსახიობის რესტავრირებული სკულპტურა უახლოეს პერიოდში დაიდგმევა.

Comments
Loading...