- Advertisement -

ფოთში, კორონავირუსის გამო 4 საბავშბო ბაღი დროებით დაიხურა

სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორის განცხადებით, ნომერ მე-2, მე-3, მე-12, მე-13 ბაღში, კოვიდ-ინფექცია 7 მასწავლებელს და 7 აღსაზრდელს დაუფიქსირდა. მისივე თქმით, ქალაქში არსებული ეპიდმდგომარეობიდან გამომდინარე, ბაღების მთლიანად დახურვის საკითხი ჯერჯერობით არ განიხილება.

„ამ ეტაპისთვის, წერტილოვნად დახურულია 4 საბავშვო ბაღი. დანარჩენი ბაღები, ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ ფუნქციონირებას. რაც შეეხება, სკოლების მსგავსად, ბაღების დროებით დახურვას, ეს დამოკიდებულია ეპიდემიოლიგირ მდგომარეობაზე. ჩვენ სისტემატიურად, ორ კვირაში ერთჯერ, გავდივართ კოვიდ-შემოწმებას. ბოლო გეგმიური ტესტირება 12-13 აპრილს ჩატარდა. აღსაზრდელთა დასწრების რაოდენობა, დაახლოებით 30% – ს შეადგენს” _ განაცხადა სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორმა, მაკა ზარანდიამ.

Comments
Loading...