- Advertisement -

ფოთში, კორონავირუსის გამოვლენის გამო „აჭარა ტექტილი“ დროებით დაიხურა

ფოთში, სამკერვლო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილში“ კორონავირუსის 50-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. საწარმოს დირექტორის გია ლომინაძის განცხადებით, საქართველოში არსებულ ოთხი საწარმოდან დროებით მხოლოდ ფოთში არსებული ფაბრიკა დაიხურა, რომელიც მუშაობას დიდი ალბათობით 11 აპრილს განაახლებს.

„როდესაც ჩვენს საწარმოში პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, დავიწყეთ მასიური ტესტირება. ანუ ყოველ მესამე დღეს ვახორციელებდით ტესტირებას. ორი ტესტის შედეგად გამოვლინდა 29 შემთხვევა, ბოლოს გააკეთეთ „პისეარ“ ტესტი და კიდევ დაგვიდასტურდა კოვიდის შემთხვევები. შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ დადასტურებული შემთხვევების აღმოფხვრა ვერ მოხერხდა, მივიეთ გადაწყვეტილება დროებით შეჩერდეს საწარმოო პროცესი, მაგრამ ეს არის მხოლოდ ფოთის საწარმო. იცით რომ 4 საწარმო გვაქვს საქართველოში, დანრჩენი ყველა საწარმო ფუნქციონირებს. ფოთის საწარმო დიდი ალბათობით 11 აპრილს გაიხსნება“_ განაცხადა აწარატექსტილის დირექტორმა გია ლომინაძემ.

Comments
Loading...