- Advertisement -

ფოთში “ლუკოილიდან” 30 ათასი ლარის გატაცებაში ბრალდებულები დააკავეს

ფოთში "ლუკოილის" ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნილია. ორივე თავდამსხმელი დაკავებულია.

შეგახსენებთ,4 თებერვალს დილის საათებში, ნაბადის უბანში მდებარე "ლუკოილის" ბენზინგასამართ სადგურს, ორი ნიღბიანი და შეიარაღებული პირი თავს დაესხა. ბოროტმოქმედებმა სეიფიდან 30 000 ლარზე მეტი თანხის გატაცება შეძლეს.

შსს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე საქმე 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Comments
Loading...