- Advertisement -

ფოთში, მერიის შენობის წინ აქცია გაიმართა – შეკრებილებმა ქალაქში თევზის უსიამოვნო სუნი გააპროტესტეს

ადგილობრივებმა დღესაც, ქალაქში გავრცელებული თევზის უსიამოვნო სუნი გააპროტესტეს, რომელიც ქაფშიის სეზონზე, თევზის გადამამუშავებელი საწარმოებიდან წლებია ვრცელდება.

შეკრებილები მერთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა, ხელისუფლებიდან აქციის მონაწილეებთან არავინ გამოჩენილა.

„მიუხედავად უამინდობისა და დაჭერებისა შევიკრიბეთ, მოვიდა ხალხი, მართალია მცირე რაოდენობით, მაგრამ იმედია გაიზრდება აქციის მონაწილეთა რაოდენობა, აქციები გაგრძელდება. ვითხოვთ მერთან შეხვედრას, არ მოდის, რისი ეშინია არ ვიცით. ამ ხალხმა ერთ დროს მას დაუჭირა მხარი. ამიტომ, იკადროს და შეხვდეს. ჩვენი გვერდში დგომა თუ სჭირდება დაუდგებით , რომ მოვაგვაროთ ერთობლივად ერთხელ და სამუდამოდ ეს პრობლემა, რომ არ მოუწიოთ კიდევ ხვალ და ზეგ ახალგაზრდებს სიცივეში, წვიმაში აქციების გამართვა“ – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა გიორგი ქვარცხავამ.
აქციის მონწილეები აცხადებენ, რომ სანამ მიზანს არ მიაღწევენ, ყოველდღე შეიკრიბებიან.
ცნობისთვის, ფოთში თევზის გადამამუშავებელი ოთხი ლიცენზირებული საწარმო ფუნქციონირებს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

Comments
Loading...