ფოთში, მოსწავლეები ეროვნული გამოცდების ცენტრის გაუქმებას კვლავ აპროტესტებენ ფოთი დამატების თარიღი 2 მარტი, 2018 265 ფოთში საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებმა, ქალაქში ერთიანი ეროვნული საგამოცდო ცენტრის გაუქმებასთან დაკავშირებით, მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სახელმწიფო თეატრის წინ შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებს, მშობლები, საზოგადოების და ოპოზიციის წარმომადგენლები შეუერთდნენ. შეგახსენებთ, 26 თებერვალს, ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ივა მინდაძემ გააჟღერა ინფორმაცია, რომ ეროვნული გამოცდები ხულოში, ფოთსა და ოზურგეთში წელს არ ჩატარდება , რადგან ამ ქალაქებში უმაღლესი სასწავლებლები არ ფუნქციონირებს.